მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, ახალგაზრდების მიღწევები კი საამაყო.
დირექცია და პედაგოგები ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ, მოტივირებულ მოსწავლეთა სახელზე კი არაერთი წარმატებაა.
26 მაისს, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გახსნასთან დაკავშირებით, ქუთაისში გაიმართა შეჯიბრება მძლეოსნობაში, რომელშიც მონაწილეობდნენ ქუთაისის N24 საჯარო სკოლის მოსწავლეები. VIIბ კლასის მოსწავლე მარიამ კვარაცხელიამ წარმატებით იასპარეზა და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა. მოსწავლის პედაგოგი - გოჩა სულამანიძე გახლავთ, კლასის დამრიგებელი კი - ნათია მელქაძე.
სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და წინსვლასა და მრავალ გამარჯვებას ულოცავენ.
ბრწყინვალედ იასპარეზა ქუთაისის N24 საჯარო სკოლის გოგონათა საფეხბურთო გუნდმა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალურ ტურნირში. ტურნირში ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების 38 გუნდი მონაწილეობდა. ქუთაისის N24 სკოლის ფეხბურთელმა გოგონებმა პირველი ადგილი მოიპოვეს და სასკოლო საზოგადოებას სიამაყის საფუძველი მისცეს.
პირველობას არ თმობს სკოლის ხელბურთელ გოგონათა გუნდიც. გოგონები სპორტული შეჯიბრიდან ოქროს მედლებითა და თასით დაბრუნდნენ.
გუნდში ირიცხებიან: ანასტასია ნიქაბაძე, მარი სალდაძე, მარი როგავა, მარიამ კირთაძე, მარი გრიგალაშვილი, ნინი გვენეტაძე, ნათია ლომიძე, ნენე გვენეტაძე, რუსო ლომიძე და ნინო ფილიშვილი.
მოსწავლეთა სპორტის მასწავლებლები - გოჩა სულამანიძე და ზაალ ჯამბურიძე არიან, რომლებიც მოზარდების ფიზიკურ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
„მადლობა, ხელბურთელ გოგონათა გუნდის წევრებს თავდადებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.