მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი „სხივი“, რომლის წევრებით აქტიურ გარემოსდაცვით საქმიანობას ეწევიან.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ჩართულნი არიან - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიაში“ და კონკურსის ფარგლებში ეკოაქტივობებს ახორციელებენ.
ახლახან, კლუბ „სხივის“ წევრები, სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ სამაცივრე მეურნეობაში.
მოსწავლეები სამაცივრე მეურნეობის მუშაობის პრინციპსა და მის მნიშვნელობას გაეცნენ და შეიტყვეს, რომ სამაცივრე მეურნეობა თანამედროვე სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულის შენახვას შესაბამის პირობებში. ეს ითვალისწინებს პროდუქციის ხანგრძლივ შენახვას, რათა მან არ დაკარგოს ხარისხი და თვისებები. ამ პროცესში გამოიყენება სხვადასხვა მეთოდები, რომლებიც დამოკიდებულია ნაყოფის ტიპსა და თვისებებზე. ზოგადად, შენახვის პროცესში მთავარია ტემპერატურის კონტროლი, ჰაერის ნაკადი და ვენტილაცია. ტემპერატურა დამოკიდებულია ხილის და ბოსტნეულის სახეობაზე. ზოგიერთი ხილი უნდა ინახებოდეს სპეციალურ ცივ სამაცივრო კამერებში. ასევე მნიშვნელოვანია აირების მართვა. მაცივრებში გამოიყენება კონტროლირებადი ატმოსფერო, რათა შეამცირონ ეთილენის გაზი, რომელიც გავლენას ახდენს ხილის დამწიფებაზე. ბოსტნეულის შენახვა ხდება სპეციალურ ცივ კამერებში, სადაც ჰაერის ტენიანობა კონტროლდება, რადგან ზოგი ბოსტნეული ითხოვს ტენიან პირობებს. თუ ამ მეთოდების სწორად დაცვა ხდება, შესაძლებელია ხილისა და ბოსტნეულის ხარისხის შენარჩუნება და მათი ვარგისიანობის ვადის გახანგრძლივება. ნედლეულის სწორი შენახვისა და გადამუშავების ტექნოლოგიების დახვეწა ხელს შეუწყობს, მოსავლის აღების შემდგომ დანაკარგების საგრძნობლად შემცირებას, რაც აისახება ჩვენს კეთილდღეობაზე და სახელმწიფოს ეკონომიკურ განვითარებაზე.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, შეხვედრა ინტერაქტიული და საინტერესო აღმოჩნდა. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ კითხვები და ფერმერისგან მიეღოთ პრაქტიკული რჩევები.
„მიღებული ინფორმაცია დაეხმარება მოსწავლეებს და მოამზადებს მომავალში მსგავსი საქმიანობისთვის“,- დასძენენ სკოლაში და სასწავლო ვიზიტის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.