მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №32 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურობითა და საინტერესო ინიციატივებით გამოირჩევიან, დიდი შემართებით მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროექტებში და წარმატებასაც აღწევენ.
ახლახან, სკოლის მე-10გ კლასის მოსწავლე ანასტასია ჩოგოვაძე სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის „თაობათა დიალოგის“ მიერ შემუშავებულ გეიმიფიცირებულ პროგრამაში - „სამოქალაქო განათლების ჩემპიონები“ წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.
მე-10 კლასელისთვის წარმატებით დასრულდა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში - „სამოქალაქო განათლების ჩემპიონების პროგრამაზე“ გამოცხადებული ლიდერ მოსწავლეთა კონკურსი. ავთანდილ დეკანოიძის სახელობის N32 საჯარო სკოლის მე-10 გ კლასის მოსწავლე ანასტასია ჩოგოვაძემ გაიმარჯვა კონკურსში და შექმნა სამოქალაქო განათლების კლუბი - „მუდმივი მოძრაობა“.
სამი თვის განმავლობაში როგორც კლუბის ლიდერი ხელმძღვანელობდა გუნდს, გეგმავდა და ახორციელებდა სხვადასხვა აქტივობას. იწვევდა სტუმრებს, ატარებდა ვორქშოპებს უფლებების თემაზე, მედიაწიგნიერებაზე და ა.შ.
საზეიმო ცერემონიალზე კი მას მადლობის სიგელი გადაეცა.
სკოლაში ანასტასიას გამარჯვებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„ვულოცავთ, ანასტასის წარმატებულ ლიდერობას და დაჯილდოებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
მოსწავლის კლასის ხელმძღვანელი მაია დვალი გახლავთ, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი კი ნანა მარღანია.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.