მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N38 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს ასწავლიან და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
დღეს, ქუთაისის N38 სკოლის VIბ კლასში ჩატარდა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით - „შენი ფრთები წიგნებია“, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები ე.კიკვაძე და მ.კიკვაძე.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მიზანი იყო წიგნისადმი ღირებულებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და კითხვის პოპულარიზაცია.
დილიდანვე სკოლაში საზეიმო განწყობა შეიქმნა. მოსწავლეებმა გაავრცელეს მათ მიერ შედგენილი ბროშურები,ემბლემები, გააკეთეს სტენდი, წიგნისადმი მიძღვნილი სურათებისა და საკუთარი ნახატების გამოფენა-პრეზენტაცია.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მშობლებიც და მასწავლებლებიც. მათ, ბავშვებთან ერთად, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და ნაწყვეტები სხვადასხვა მოთხრობიდან, შეასრულეს სიმღერა, წარმოთქვეს ცნობილ ადამიანთა გამონათქვამები წიგნის, ლიტერატურისა და კითხვის მნიშვნელობაზე, ასევე ხმამაღლა წაიკითხეს რეზო ჭეიშვილის მოთხრობა - „სურათებიანი წიგნი“, რომელიც გვაჩვენებს წიგნის ძალას, წიგნს, სილამაზეს, სიკეთეს შეუძლია ძალადობისა და აგრესიის დამარცხება.
მეექვსეკლასელებმა და პედაგოგმა ე.კიკვაძემ საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს წიგნები და სურათი-ილუსტრაცია.
ღონისძიება შეაჯამეს სკოლის სასწავლო ნაწილის გამგემ ს.პაქსძემ და პედაგოგებმა: ზ.მგელაძემ და ლ.მილორავამ. დასასრულს ღონისძიების მონაწილეებმა ცაში გაუშვეს ფერადი ბუშტები და ფრანი გზავნილით - „იკითხე ხმამაღლა,შეცვალე მსოფლიო!“.
„ყველამ ერთად გაიზიარა წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული“,- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.