მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №32 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში.
„არაფორმალური განათლება პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტია“, - აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ დღეს არაფორმალური განათლება უფრო და უფრო მნიშვნელოვან როლს იძენს, როგორც პიროვნული და პროფესიული განვითარების ეფექტური ინსტრუმენტი. მისი მოქნილობა და მრავალფეროვნება შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებსა და მოზარდებს, მიიღონ ცოდნა პრაქტიკული, ინტერაქტიული და შემოქმედებითი გზებით.
25 იანვარს, ქუთაისის N32 საჯარო სკოლის ინგლისური ენის კლუბმა - Beam With Books წარმატებით წარმოადგინა ჩარლზ დიკენსის ცნობილი ნაწარმოების - „საშობაო სიმღერის“ ინსცენირება.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის სამივე საფეხურის მოსწავლეები, რაც პროექტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენდა.
„ლიტერატურა არის სარკე, რომელიც ასახავს ადამიანის შინაგან სამყაროს, საზოგადოებრივ პროცესებსა და ცხოვრების მრავალფეროვნებას. ის ეხმარება ადამიანს, ჩასწვდეს სხვის ემოციებს, ფიქრებსა და გამოცდილებებს. რომანები, პოეზია და დრამატურგია ქმნიან კავშირს მკითხველსა და ავტორს შორის, რითაც იზრდება ემპათიისა და თვითგააზრების უნარი. „საშობაო სიმღერა“ არის ნაწარმოები, რომელიც გვასწავლის ჰუმანურობის, თანადგომისა და სიყვარულის მნიშვნელობას. მისი მთავარი სათქმელია: სინანული, გულკეთილობა და ცვლილებების უნარი ყველას შეუძლია, მიუხედავად იმისა, რამდენად ცივი და დაუნდობელი ჩანს ადამიანი“,- აღნიშნავენ სკოლაში ღონისძიების მნიშვნელობაზე საუბრისას.
კლუბის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის კლუბის პრეზიდენტი მარიამ ჭურაძე, სასწავლო ცენტრის New Challenge-ის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთის საჯარო სკოლის წარმომადგენლი სალი შალიკაშვილი მოსწავლეებთან ერთად.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა