მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საბავშვო ბაღების პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დაწესებულებას ვაკანტური ადგილის შევსების მიზნით, შეუძლია გამოაცხადოს და ჩაატაროს დახურული/შიდა კონკურსი.
შიდა კონკურსის ჩატარების დადებითი მხარეები:
თანამშრომელი უკვე იცნობს ორგანიზაციულ კულტურას და სავარაუდოა, რომ ადაპტაცია მეტად გამარტივდება;
კარიერული განვითარების შესაძლებლობების არსებობა თანამშრომელთა მოტივაციას ამაღლებს;
იზოგება რესურსები - როგორც ფინანსური, ასევე დროის და ადამიანური;
ზრდის თანამშრომელთა ჩართულობას და ლოიალურობას დაწესებულებისადმი, ამცირებს თანამშრომელთა გადინებას.
შიდა კონკურსის ჩატარების გამოწვევები:
დაწესებულების შიგნით კანდიდატებს შესაძლოა ყოველთვის არ ჰქონდეთ ის კომპეტენციები, რაც საჭიროა კონკრეტულ ვაკანტურ პოზიციაზე;
იზღუდება ახალი კადრების მოზიდვის და „აღმოჩენის“ შესაძლებლობა, რომელთაც შეიძლება ახალი გამოცდილება და პერსპექტივები შემოიტანონ;
არსებობს მიკერძოებულობის რისკი - შესაძლოა კომისიას გაუჭირდეს, თავი აარიდოს სუბიექტურ მოსაზრებებს და ფავორიტიზმს. „დაწესებულება უნდა დარწმუნდეს, რომ დახურული/შიდა კონკურსის პროცესი არის გამჭირვალე, მკაფიო, ხელმისაწვდომი ყველა თანამშრომლისთვის თანაბრად“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.