მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდსა და სტრატეგიას მიმართავენ. მათ შორის აღსანიშნავია - პრეზენტაცია, რომელიც მოსწავლეთა ინტერესით გამოირჩევა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პრეზენტაცია სწავლების თანამედროვე მეთოდია. იგი მოსწავლეებს უვითარებს კომუნიკაციის, ინფორმაციის მოძიებისა და დახარისხების, თანამშრომლობის და გუნდური მუშაობის უნარებს.
ახლახან, მე-5დ კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ლალი კაშიას ხელმძღვანელობით წარმოადგინეს პრეზენტაცია დიდი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, აკაკი წერეთლის, ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.
მოწაფეებმა შეისწავლეს აკაკის მხატვრული პროზის თვალსაჩინო ნაწარმოები - „ჩემი თავგადასავალი“ და გაუჩნდათ სურვილი, კიდევ მეტი სცოდნოდათ პოეტის შესახებ.
მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად და გადაინაწილეს შემდეგი საკითხები: აკაკის ცხოვრება და შემოქმედება, აკაკი- ხმატკბილი ბულბული, ძველი ტრადიციები „ჩემი თავგადასავლის“ მიხედვით, აკაკის ნაკვესები.
პრეზენტაცია მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა: ბავშვები თანამშრომლობდნენ, უზიარებდნენ გამოცდილებას, ცვლიდნენ და ერთმანეთს აწვდიდნენ საინფორმაციო მასალას. პრეზენტაცია მოსწავლეებმა power-point-ში ააწყვეს, აუდიტორიას წარუდგინეს და მოწონებაც დაიმსახურეს.
პრეზენტაციის მომზადებამ მოსწავლეები საკუთარ შესაძლებლობებში დაარწმუნა, პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების კვლევამ კი ქართული მწერლობის ინტერესი გაუღვიძათ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.