მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2025 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა ცნობილია, სადაც საუბარია არაერთ ცვლილებაზე, რომელიც განათლების სფეროში განხორციელდება.
უფრო კონკრეტულად, სამთავრობო გეგმა ითვალისწინებს ცვლილებებს ზოგადი განათლების, უმღლესი განათლებისა და განათლების ხარისხის განვითრების შესახებ კანონებში ცვლილებებს.
ზოგად განათლებაში, საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, დიპლომთან ერთად გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი);
ასევე გაჩნდება საკანონმდებლო საფუძველი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული პროფესიული განათლების აღიარების წესის, ასევე, პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების წესის შემუშავებისთვის;
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „პირი ვალდებული აღარ იქნება, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვიდან 3 თვის ვადაში შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას წარუდგინოს საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი/სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, მასთან გათანაბრებული დოკუმენტი ან განათლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, იმ შეთხვევაში თუ მისი ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის დაძლევა დასტურდება სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაში“;
ამას გარდა, განისაზღვრება, რომ პირები, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს ექსტერნატის წესით დაძლევენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის IX კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს და მათი ასაკი შეესაბამება ან აღემატება 2024-2025 სასწავლო წელს X კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ კატეგორიას, 2024-2025 სასწავლო წლიდან სწავლას აგრძელებენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის შესაბამის კლასში.
ცვლილებები ეხება სკოლის დირექტორებსა და მოვალეობის შემსრულებებლსაც: „დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა განხორციელდება არჩეული დირექტორის ან მინისტრის მიერ დანიშნული დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაციის მომენტიდან“, - ნათქვამია მთავრობის გეგმაში.
ასევე შეიცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ:
იმ პირებს, რომლებსაც აქვთ მასწავლებლობის უფლება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მოპოვებული მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის მიხედვით მიეცემათ მასწავლებლად დასაქმების შესაძლებლობა;
იმ პირებს, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა და უდასტურდებათ მასწავლებლობის უფლება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მოპოვებული მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის მიხედვით, მიეცემათ სპეციალურ მასწავლებლად დასაქმების შესაძლებლობა;
აქვე აღსანიშნავია, რომ რესურსცენტრის უფროსს/უფროსის ფუნქციათა შემსრულებელს და მის მოადგილეს მიეცემა უფლება, განახორციელოს პედაგოგიური საქმიანობა თავის სამოქმედო ტერიტორიაზე, საკუთარი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ საჯარო სკოლებში. ასევე, რესურსცენტრის უფროსს/უფროსის ფუნქციათა შემსრულებელს და მის მოადგილეს მიეცემა შეთავსებადი ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულების უფლება სამინისტროს სისტემაში.
რაც შეეხება უმაღლესებს, ტერმინი „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება“ ჩამოყალიბდება ახლებური რედაქციით, რითაც ხაზგასმით გამოიკვეთება უნივერსიტეტების სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობა. შესაბამისი ცვლილება აისახება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საქმიანობის ნაწილში;
ასევე ცნობილია, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში სწავლა დასაშვები იქნება მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენებისათვის.
გარდა ამისა, კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების შესაბამისად, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში საავტორიზაციო და სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულება, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საბჭოების მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, ჩაითვლება ავტორიზებულად ან საგანმანათლებლო პროგრამა - აკრედიტებულად, მიუხედავად ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ვადის ამოწურვის შემთხვევისა. ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ვადის გახანგრძლივების წესი და პირობები დამატებით დადგენილი იქნება ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებებით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლის დირექტორმა მადლობის სიგელით დააჯილდოვა აღნიშნული კლასის მოსწავლეები