მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც გამოეხმაურენ.
მოსწავლეებმა ხმამაღლა წაიკითხეს სხვადასხვა ნაწარმოებები, ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი მოსაზრებები და მხატვრული ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გაიაზრეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებისა და მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით არაერთი ღონისძიება იმართება.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მნიშვნელოვანია, ბავშვებმა შეიყვარინ და იკითხონ წიგნები. იმსჯელონ და გამოთქვან საკუთარი აზრი წაკითხულის ირგვლივ.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა