სიახლეები
სიახლეები

საჯარო სკოლების საყურადღებოდ - შეხვედრები სასწავლო წლის ბოლომდე გაგრძელდება
05-02-2025
-
+


ცნობიერების ამაღლებისა და ძალადობის პრევენციის მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები საქართველოს საჯარო სკოლებში ინტენსიურად აგრძელებენ საინფორმაციო-საგანმანათლებლო და შემეცნებითი შეხვედრების ჩატარებას.

ახალი სასწავლო სემესტრის დაწყების შემდეგ, თბილისისა და რეგიონების 31 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა 60 საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა. შეხვედრებში მონაწილეობდა 1076 მოსწავლე, მე-3-დან მე-11 კლასის ჩათვლით.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები მოსწავლეებს ესაუბრნენ ისეთ თემებზე, როგორიცაა: ადრეულ ასაკში ქორწინება; ძალადობა, მათ შორის, ბულინგი, კიბერბულინგი და მისი ფორმები; განსხვავება ბულინგს და უწყინარ ხუმრობას შორის; დისკრიმინაცია და სიძულვილის ენა. 

შეხვედრებზე ნაჩვენები იყო საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ მომზადებული საინფორმაციო და შემეცნებითი ხასიათის ვიდეორგოლები და პრეზენტაციები.

მსგავსი ტიპის შეხვედრები მოსწავლეებთან საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო წლის ბოლომდე აქტიურად გაგრძელდება. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება