მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, მათი ნიჭისა და უნარების განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ეს რომ ნამდვილად ასეა, წარმოაჩენენენ ყუმურის საჯარო სკოლასთან არსებული საბავშვო თეატრის მსახიობი, რომელთაც 14 იანვარს ქართული თეატრის დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს.
მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და ერთმანეთსა და პედაგოგ ქეთევან ადეიშვილს ქართული თეატრის დღე მიულოცეს.
„ასე მივულოცეთ მე და ჩემი პატარა თეატრის მსახიობებმა ერთმანეთს ქართული თეატრის დღე... მადლობა ჩემი თეატრის უერთგულეს მეგობრებს-ქალბატონ ნაილი ადეიშვილს, ქალბატონ ნატო კრემეზნაიას, ქალბატონ ნანა შველიძეს, ქალბატონ ირმა ცხვარაძეს, ქალბატონ ხათუნა აფციაურს, ქალბატონ ნატო სოფრომაძეს, ქალბატონ თეონა ადეიშვილს, ქალბატონ ნონა გიორგაძეს, ქალბატონ მზია ადეიშვილს, ქალბატონ ლელა გელაშვილს ქალბატონ ნინი ადეიშვილს....მადლობა ბატონებს...ბატონ ალექსანდრე გოგორიშვილს, ბატონ გიორგი ჩახუნაშვილს, ბატონ ბეჟან წაქაძეს, ბატონ რუსლან ჯულაყიძეს, ბატონ ელგუჯა ადეიშვილს და ყველას, ვინც კი ოდნავ მაინც წამოგვიკრა ხელი შემოქმედებითი არსებობისათვის...მარადიული მოგონება იყოს ჩემი პატარა თეატრის მეგობრის - ბატონი ბეჟან ხურციძის, რომელიც ჩვენთვის საოცრებებს აკეთებდა თავისი წრფელი გულით... მადლობა თაობებს, რომლებმაც დღემდე მოიტანა სოფლად პატარა თეატრის დიდი და საინტერესო ისტორია... მადლობა, ჩემი თეატრის ოპერატორს სერგო ჭაფოძეს, რომელიც მიუხედავად თავისი გადატვირთული გრაფიკისა ყოველთვის გვერდით მიდგას და მეხმარება...
მადლობა, მშობლებს თავისი შვილების გვერდით დგომისათვის... მადლობა, ბავშვებს ამდენი სიყვარულისთვის... მიყვარხართ და მეამაყებით“,- აღნიშნავს პედაგოგი ქეთევან ადეიშვილი და თეატრის გულშემატკივრებსა და მხარდამჭერებს მადლობას უხდის.
აღსანიშნავია, რომ ქართული თეატრის დღეს საფუძველი ჩაეყარა 1850 წლის 14 იანვარს, როდესაც თბილისში პირველი სპექტაკლი გიორგი ერისთავის „გაყრა“ დაიდგა.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.