სიახლეები
სკოლები

ქისტაურის საჯარო სკოლის მე-9 - მე-10 კლასების მოსწავლეებმა უმცროსკლასელებისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე ტრენინგები ჩაატარეს
06-02-2025
-
+


ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლის პედაგოგები სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. 

სკოლაში „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე.

გუნდის წევრებმა, მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეებმა (ქეთევან ბუზალაძე, ნათია ჯაღიაშვილი, მარიამ მანველიშვილი, ქეთევან აივაზაშვილი, ნიკა დუდაური, მარიამ მოსიაშვილი და ლაშა შუშანაშვილი), ბილოგიის პედაგოგ მარინე ღადალაშვილთან ერთად, დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებს ჩაუტარეს ინტერაქტიული სწავლება. 

ტრენინგების თემები მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: წითელი ნუსხა, გარემოს დაცვა, გარემოს დაბინძურების მნიშვნელობა, საუკეთესო სკოლა, ხარისხიანი განათლება, გენდერული თანასწორობა და მისი მნიშვნელობა.

მოსწავლეებმა არა მხოლოდ მოისმინეს სასარგებლო ინფორმაცია, არამედ თავადაც ჩაერთნენ აქტივობებში. მათ შექმნეს თემატური ნახატები, წარმოადგინეს თავიანთი ხედვები და იდეები.

დისკუსიების დროს მათ გამოხატეს საკუთარი აზრი და გააზიარეს ის შეხედულებები, რაც მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.

როგორც სკოლაში აღნნიშნავენ, აქტივობებმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა ჩართულობას, კრეატიული და კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ასევე გუნდურ მუშაობას.

„ტრენინგების პროცესმა კიდევ უფრო გაზარდა მოსწავლეების ცნობიერება და მოტივაცია, რათა ისინი მომავალშიც აქტიურად ჩაერთონ გარემოსდაცვით და საგანმანათლებლო ინიციატივებში“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება