სიახლეები
სიახლეები

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ვალდებულებები და მოვალეობები - რა წერია დარგობრივი მახასიათებლის დოკუმენტში
15-02-2025
-
+


დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლების დარგობრივი მახასიათებლის დოკუმენტში გაწერილია ის ვალდებულებები, რომელთაც მომავალი პედაგოგი უნდა აკმაყოფილებდეს.

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებელი ვალდებულია შეასრულოს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით, მასწავ­ლებ­ლის პროფესიული ეთიკის კოდექსითა და ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლების დარგობრივი მახასიათებელით განსაზღვრული მოვალეობათა და პასუხისმგებ­ლო­ბათა ერთობლიობა საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა შესაბამისად, გააცნობიეროს თითოეული მოსწავლის ასაკობრივი თავისებურება, უნიკალურობა“, - ნათქვამია დოკუმენტში;

გარდა ამისა, დაწყებითი საფეხურის პედაგოგმა  უნდა იზრუნოს მოსწავლეთა პიროვნულ, სოციოემოციურ, კოგნიტურ განვითარებაზე, მათ ფიზიკურ და ფსიქოემოციურ ჯანმრთელობაზე. უნდა იცნობდეს სწავლების უნივერსალური დიზაინის პრინციპებს. სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვისთვის უნდა გააანალიზოს საკუთარი საქმიანობისა და მოსწავლეთა შეფასების შედეგები, გამოიყენოს სწავლების დიფერენცირებული სტრატეგიები, გააუმჯობესოს მოსწავლეთა მიღწევები და საკუთარი სასკოლო პრაქტიკა; ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ფორმირებაში, თვითრეგულირებადი ქცევისა და სწავლის უნარის ჩამოყალიბებაში, გაუღვივოს მას ცნობისმოყვარეობა და ცოდნისმოყვარეობა; ითანამშრომლოს მოსწავლეებთან, კოლეგებთან, მშობლებთან, სკოლის ადმინისტრაციასთან თითოეული მოსწავლის ჰარმონიული განვითარებისათვის, პრობლემის ერთობლივად გადაჭრისთვის. იყოს რეფლექსიური, ორიენტირებული უწყვეტ პროფე­სი­ულ განვითარებაზე, სიახლეების მიმღები  და დამნერგავი პედაგოგიურ პრაქტიკაში; ფლობ­დეს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს და შეეძლოს მათი გამოყენება სწავლების პროცესში.

ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს შემდეგ სავალდებულო მოდულებს, რომლებიც სავალდებულო, არჩევითი, პრაქტიკისა და კვლევის კომპონენტებში ხორციელდება:

თავისუფალი კომპონენტების მოდული - არაუმეტეს 60 ECTS

პედაგოგიკის და ფსიქოლოგიის, ზოგადი განათლების დაწყებითი სა­ფეხურის ­ საგნობრივი (შეიძლება მოიცავდეს საგანს ან საგნებს, ან საგნობრივ ჯგუფს) და მეთო­დური მოდული  - არანაკლებ 180 ECTS, მათ შორის  სპეციალური განათლების  (არანაკლებ 10 კრედიტი)

სასკოლო პრაქტიკისა და პრაქ­ტიკის კვლევის მოდული - არანაკლებ 60 ECTS

აქვე აღსანიშნავია, რომ უსდ-ს აქვს შესაძლებლობა პროგრამაში ჩააშენოს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული, რომელიც  ჯამურად გულისხმობს არანაკლებ 60 ECTS კრედიტს. სტუდენტს, რომელიც  დაასრულებს აღნიშნულ მოდულს მიენიჭება სპეციალური მასწავლებლობის უფლება. აღნიშნული მოდულის სწავლის შედეგები განსაზღვრულია “სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელით.

სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდულის ფარგლებში კი შეიძლება შედიოდეს პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის მოდულში შემავალი კურსები, მათ შორის - სპეციალური მასწავლებლის მომზადების კურსი/კურსები. პროგრამის ყველა კურსი, რომლიც საერთო იქნება  სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდულთან, მიმართული უნდა იყოს სპეციალური მასწავლებლისთვის აუცილებელი კომპეტენციების განვითარებისკენ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი

მასწავლებლებს ორი ენის ცოდნას კანონი ავალდებულებს - რომელ პედაგოგებს ეხება მოთხოვნა

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

სკოლები

გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ

„ჩატარებული ღონისძიებები ნათლად წარმოაჩენს, რომ წიგნი კულტურის, შემოქმედების, თავისუფალი აზრის უნივერსალური პლატფორმაა“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება