მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აკაკი შანიძის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
ქართული ლიტერატურის მე-8 კლასის სახელმძღვანელოში არის პატარა მოთხრობა - „ჩემი უსტარაული“ (ლევან გოთუა) ,რომელშიც საუბარია აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი სოფლის წყაროებზე.
ნოღის საჯარო სკოლის მე-8 კლასელებმა, საგნის მასწავლებელ ნათელა ბრეგაძესთან ერთად, გადაწყვიტეს მოენახულებინათ მშობლიური სოფლის წყაროები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანი იყო მოსწავლეები უკეთ გაცნობოდნენ ნოღის ღელეებსა და წყაროებს, რომლითაც ასე მდიდარია მათი სოფელი.
მათ მოინახულეს შესანიშნავი წყაროები: ქვარნალა, საყორნია, ქვასიპა და ოხტომა. ბავშვები ინტერესით უსმენდნენ თითოეული ტოპონიმის წარმოშობის ისტორიას. ბევრი სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს და კმაყოფილნი დაბრუნდნენ უკან.
„ბუნების წიაღში ჩატარებული გაკვეთილი დიდხანს დაამახსოვრდებათ ბავშვებს. მადლობა ნათელა მასწავლებელს“,- აღნიშნავენ სკოლაში, ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და პედაგოგის კრეატიულობა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.