მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N38 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას ექსკურსიებსა და გასვლით ღონისძიებებს ხშირად მიმართავენ, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა.
ახლახან, ქუთაისის N38 საჯარო სკოლის IXბ კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ქუთაისის დ. მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმს.
მუზეუმის ინტერიერი გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით, წარმოდგენილი იყო ძველი ფოტოები, სხვადასხვა ტექნიკური საშუალება, რონლითაც იქმნება ჩვენი ქვეყნის წარსული, ისტორია.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობას შემეცნებითი მნიშვნელობა ჰქონდა. მუზეუმის გიდი მოსწავლეებს ესაუბრა ხელოვნების, ლიტერატურის, არქიტექტურის, მუსიკის, ფოტოხელოვნებისა და იქ გამოფენილი ნამუშევრების შესახებ.
„მოსწავლეებს ჩამოუყალიბდათ ღირებულებითი დამოკიდებულება ჩვენი კულტურის მიმართ“,- დასძენენ სკოლაში.
გასვლით ღონისძიებას პედაგოგები - რუსუდან ბაბუნაშვილი და ელისო კიკვაძე ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.