სიახლეები
სკოლები

ქვემო აკეთის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა 
06-02-2025
-
+


ცნობილია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის წიგნის კითხვის შეყვარება, სწორედ ამ მიზანს ემსახურება გია ტრაპაიძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო აკეთის საჯარო სკოლაში გამართული ღონისძიება, რომელიც წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს მიეძღვნა. 

წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას მოსწავლე-მასწავლებლები აქტიურად შეუერთდნენ. I-IX კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები ერთად გაეცნენ სხვადასხვა ტექსტებს და საკუთარი წვლილი შეიტანეს კითხვის წახალისებაში. 

ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც, სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა შეცვალე მსოფლიო!“ გაერთიანდნენ და ერთმანეთს წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული გაუზიარეს. 

სკოლის დირექტორი ნატო მესხიძე მოსწავლეებს ამ დღის მნიშვნელობასა და მხატვრული ლიტერატურის კითხვის აუცილებლობაზე ესაუბრა. დირექტორმა მოსწავლეებს წაუკითხა მცირე მონაკვეთი წიგნიდან, რომელსაც ჰქონდა საინტერესო, ინფორმაციული ხასიათი.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მიზანი იყო წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, მოსწავლეებში მხატრული ლიტერატურის კითხვის სურვილის გაღვივება.

„მნიშვნელოვანია ბავშვებმა უფრო მეტად შეიყვარონ და იკითხონ წიგნები, იმსჯელონ და გამოთქვან საკუთარი აზრი წაკითხულის ირგვლივ“,- დასძენენ სკოლაში. 

ღონისძიებას პედაგოგი მადონა აბულაძე ხელმძღვანელობდა. 

კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, V-IX კლასის მოსწავლეები ასევე აკეთის კულტურულ-მემკვიდრეობით სივრცეს ესტუმრნენ, სადაც შერჩეული წიგნებიდან გამორჩეული მონაკვეთები საჯაროდ წაიკითხეს. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელიც 100 სხვადასხვა ქვეყნის 31 მილიონამდე ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და
თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:




კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

კონკურსი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება