მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კერძო სკოლა „ცოდნაში“ წიგნის კითხვის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, პედაგოგები მოსწავლეებს ლიტერატურის სიყვარულსა და კითხვის კულტურას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან და მათი თვალსაწიერის გაფართოებაზე ზრუნავენ.
5 თებერვალს სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა აღინიშნა.
ტრადიციულად, წელსაც, კერძო სკოლა „ცოდნაში“ წიგნიერების დღესასწაული ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ორგანიზებით, მოეწყო.
„ისტორიები ცოცხლდება, როცა ხმამაღლა ვკითხულობთ. თითოეულ სიტყვას თავისი რიტმი აქვს, თითოეულ პაუზას - საკუთარი მნიშვნელობა“,- აღნიშნეს მოსწავლე-მასწავლებლებმა და ერთმანეთს წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული გაუზიარეს.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გამართეს საინტერესო პრეზენტაცია