მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა წელსაც შეუერთდა საჯაროდ კითხვის მსოფლიო ინიციატივას და წიგნების სიყვარულის ზეიმი გაიმართა თითოეულ კლასში.
5 თებერვალი განსაკუთრებული დღეა ყველა წიგნის მოყვარულისთვის. ეს არის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე, რომელიც მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. წელსაც, საქართველო შეუერთდა ამ ტრადიციას, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მთელი დღის განმავლობაში მოსწავლეები სხვადასხვა ჟანრის წიგნებს კითხულობდნენ და ერთმანეთს აზრებსა და ემოციებს უზიარებდნენ.
„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო! – 5 თებერვალს, სწორედ ამ იდეის გარშემო გაერთიანდნენ მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - სოფი გორგილაძის გაკვეთილებზე.
ერთად კითხვის ძალამ საინტერესო კოლაბორაციები გამართა საკლასო ოთახში:
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კითხვა ემოციებით იყო სავსე.
ერთ-ერთმა მოსწავლემ ისეთი შთამბეჭდავი ეპიზოდი წაიკითხა, რომ კლასში სიჩუმე ჩამოვარდა – ყველა ერთდროულად ელოდა გაგრძელებას.
ერთი, მეორეს, გაკვირვებული თვალებით უყურებდა, თითქოს პირველად იგებდა, რომ წიგნებს ასეთი გავლენის მოხდენა შეეძლო.
სევდიანი ნაწარმოების კითხვისას მოსწავლეებს თვალები აუწყლიანდათ, ხოლო მხიარული ეპიზოდების დროს გულწრფელი სიცილი ისმოდა.
ბოლოს კი, როცა ერთ-ერთი მოსწავლე საკუთარ საყვარელ წიგნს უზიარებდა სხვებს, მისი თვალები აღფრთოვანებით ბრწყინავდა– სწორედ ასეთია ლიტერატურის ძალა!
„აქტივობამ, არა მხოლოდ მოსწავლეთა კითხვის უნარები გააუმჯობესა, არამედ ლიტერატურის მიმართ სიყვარულიც გააღრმავა. ხმამაღლა კითხვის პროცესმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რამდენად მნიშვნელოვანია ტექსტების ერთმანეთისთვის გაზიარება – ეს იძლევა შესაძლებლობას, კრიტიკული აზროვნების განვითარებისა და ლიტერატურული სამყაროს სილამაზის შეგრძნების.
ხმამაღლა კითხვის მსოფლიო დღე მხოლოდ ერთჯერადი ღონისძიება არ არის. მისი მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, ბავშვებისთვის კითხვის ჩვევის განვითარება და წახალისება, რომ ხშირად იკითხონ წიგნები. ეს დღე კულტურის, განათლებისა და ემოციების გაზიარების ზეიმია, რომელიც ყველას გვახსენებს, თუ როგორ შეუძლია წიგნებს, შეცვალონ ჩვენი აზროვნება და სამყარო. წიგნების ძალით – ვცვლით სამყაროს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გამართეს საინტერესო პრეზენტაცია