მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კატნატუს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას სკოლა აქტიურად შეუერთდა.
5 თებერვალს, სკოლაში წიგნიერების დღესასწაული იზეიმეს.
„კითხვა ხელს უწყობს კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ისე ზოგადად საზოგადოებისთვის. კითხვა არის ოცნების, ფიქრის, აზროვნების და სულის ფრენის საშუალება, კითხვა არის ფანჯარა, რომლითაც ბავშვები ხედავენ და იცნობენ სამყაროს და საკუთარ თავს“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულსა და წიგნის კითხვის კულტურას აქტიურად ასწავლიან.
მოსწავლეებმა შერჩეული ლიტერატურა ხმამაღლა წაიკითხეს, ერთმანეთს წიგნის კითხვის სიხარული გაუზიარეს და მხატვრული ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გაიაზრეს.
ღონისძიებას პედაგოგები - არფინე და ნარინე ბდოიანები ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.