მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა.
4 თებერვალს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ფესვებისა“ და სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ ინიციატივით, კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მიზანი იყო კიბოს შესახებ მოსწავლეებისა და საზოგადოების ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლება.
მოეწყო შეხვედრა სკოლის ექიმთან, რომელმაც ჩაუტარა მოსწავლეებს საუბრები კიბოს გამომწვევ ფაქტორებზე, როგორიცაა თამბაქო, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, არასწორი კვება, არაჯანსაღი ცხოვრების წესი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ყველაფერზე უარის თქმა კიბოს განვითარების რისკის ამცირებს.
მოსწავლეებმა მოაწყვეს აქცია თემაზე - „კიბო განაჩენი არ არის“, შექმნეს პლაკატები, დაამზადეს საინფორმაციო ბროშურები და თემში გაავრცელეს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.