მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლა წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მსოფლიო კამპანიას შეუერთდა.
5 თებერვალს, II კლასში წიგნის კითხვის საერთაშორიშო დღე აღინიშნა. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა კლასის დამრიგებელი თამუნა ლოხიშვილი.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობები მჭიდროდ უკავშირდებოდა eTwining-ის პროექტს - books troughb my eyes, რომელშიც აქტიურად არიან ჩართულნი II კლასის მოსწავლეები.
ბავშვებმა შექმნეს პოსტერი ქართულ და ინგლისურ ენებზე, წაიკითხეს სხვადასხვა მოთხრობები ხმამაღლა.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის II კლასის ხელმძღვანელს თამუნა ლოხიშვილს საინტერესო აქტივობისთვის.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.