მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N7 საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო ინიციატივას აქტიურად შეუერთდა.
მოსწავლეებმა შერჩეული ლიტერატურა საჯაროდ წაიკითხეს, ხმამაღლა კითხვის სიხარული ერთმანეთს გაუზიარეს და წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში საკუთარი წვლილი შეიტანეს.
მოსწავლეებმა ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ გაუზიარეს ერთმანეთს შთაბეჭდილებები და გამართეს დისკუსია.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწია სამოქალაქო განათლების კლუბის მეურვემ, მოსწავლეთა თვითმმართველობასთან მუშაობის ფასილიტატორმა - ზაირა ტყაბლაძემ.
აღსანიშნავია, რომ წიგნის კითხვის მნიშვნელობას მოსწავლეები ნათლად აცნობიერებენ, რადგან მასწავლებლები მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გამართეს საინტერესო პრეზენტაცია