მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნა.
გეზათის საჯარო სკოლაში განხორციელდა პროექტი სახელწოდებით - „მეფე - აღმაშენებელი“, რომელსაც ხელმძღვანელობდა ისტორია -გეოგრაფიის მასწავლებელი მაია ხომერიკი.
პროექტში ჩართულნი იყვნენ, საბაზო საფეხურის- მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები. პროექტის ფარგლებში სკოლის თვითმმართველობის წევრებმა გამოსცეს კედლის გაზეთი სახელწოდებით - „საქართველოს აღმაშენებელი მეფე“.
პროექტის ბოლოს ჩატარდა ღონისძიება, სახელწოდებით „მეფე- აღმაშენებელი“.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო თემის შესაბამისი ინფორმაციები, ლექსები და
სიმღერები, გაკეთდა დავთ აღმაშენებლის ეპოქის რუკის პრეზენტაცია და დიდგორის
ბრძოლის გეგმის კოსტიუმირებული ინსცენირება.
ღონისძიების მომზადებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი კლასის დამრიგებლები, მუსიკის მასწავლებელი გულისა კიზირია, რომელმაც ღონისძიება გააფორმა მუსიკალურად. კოსტიუმებზე იმუშავა „მე და საზოგადოების“ მასწავლებელმა - ზაირა რევაზიშვილმა და სცენის დეკორაციაზე იზრუნა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა - სოფიო ჯიბლაძემ.
განსაკუთრებით საინტერესო და სანახაობრივი გამოვიდა ინსცენირება, სადაც როლებს
ასრულებდნენ მე-8 კლასის მოსწავლეები: მეფე - საბა ფირცხალავა, ვეზირები: ირაკლი
გაბუნია, ლუკა ბარნაბიშვილი და გიორგი ჯიბლაძე.
ღონისძიებამ სასკოლო საზოგადოების უდიდესი მოწონება დაიმსახურა.
ინფორმაცია მოგვაწოდა სკოლის წარმომადგენელმა - ზაირა რევაზიშვილმა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.