მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თიანეთის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, წიგნის საჯაროდ კითხვის დღე, ტრადიციულად განსაკუთრებულად აღინიშნა.
მოსწავლეები წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მსოფლიო კამპანიას ხალისით შეუერთდნენ.
მათ კარგად იციან წიგნის კითხვის მნიშვნელობა, თუმცა, ამჟამად გაიზიარეს ერთად კითხვის სიამოვნება და თავიანთი წვლილი შეიტანეს წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში.
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ლელა ზატუაშვილმა მათ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ ნაწყვეტები წააკითხა.
ასევე აღსანიშნავია, რომ სკოლის ბიბლიოთეკარმა - ნადია უშიკიშვილმა სიგელით დააჯილდოვა მე-2 კლასის მოსწავლე ქეთევან დავითაშვი, რომელიც ბიბლიოთეკის ყველაზე ხშირი სტუმარია.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.