მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყველასთვის ცნობილია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვისთვის წიგნის შეყვარება და ამ გზით მათი თვალსაწიერის გაფართოება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება თბილისის N61 საჯარო სკოლაში გამართული ღონისძიება, რომელიც წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს მიეძღვნა.
წიგნის კითვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ საერთაშორისო კამპანიას 5 თებერვალს, მე-4ა კლასელები (დამრიგებელი მანანა მაისურაძე) გამოეხმაურნენ.
მოსწავლეები გაეცნენ წიგნის შესახებ ბრძნულ გამონათქვამებს, ისაუბრეს კითხვის მნიშვნელობაზე. ბიბლიოთეკარი ხათუნა ფაიკიძის შეთავაზებით, კლასში დაიწყეს წიგნის - „ილუსტრირებული ბიოგრაფიები ბავშვებისათვის“ საჯაროდ კითხვა.
„ვინაიდან 8 თებერვალს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა, კითხვაც ამ დიდებული მეფის ხსოვნას დავუკავშირეთ და დავით აღმაშენებლის ბიოგრაფია წავიკითხეთ. მოსწავლეები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, კითხვით სიამოვნებაც მიიღეს და ცოდნაც“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.