მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საჯარო ბაღებში დასაქმებულმა პერსონალმა უნდა დააკმაყოფილოს გარკვეული საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც განსხვავებულია ხელმძღვანელებისა და სხვადასხვა პოზიციაზე მომუშავე თანამშრომლებისთვის, თუმცა სკოლამდელი დაწესებულების პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია ასევე სპეციალური მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილებაც თითოეულ თანამშრომელს ევალება.
კერძოდ, ბავშვებთან მომუშავე საგანმანათლებლო პერსონალს უნდა ჰქონდეს შესაბამისი დოკუმენტით დადასტურებული პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის კომპეტენცია. დამადასტურებელი დოკუმენტი შესაძლოა იყოს სერტიფიკატი, დიპლომის დანართი და სხვა;
გარდა ამისა რეფერირებაზე პასუხისმგებელ პირს გავლილი უნდა ჰქონდეს შესაბამისი ტრენინგი და უნდა ფლობდეს დამადასტურებელ სერტიფიკატს; დაწესებულების თითოეულ თანამშრომელს, განურჩევლად მის მიერ დაკავებული პოზიციისა, უნდა ჰქონდეს ცნობა, რომელიც დაადასტურებს, რომ იგი „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი არ არის.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ „ზემოთ ჩამოთვლილი სავალდებულოდ შესასრულებელი მოთხოვნების გარდა, დაწესებულებას შეუძლია დამატებით თავად განსაზღვროს მოთხოვნა (მაგ: ტრენინგის გავლის / სერტიფიკატის ფლობის / კომპეტენციის) საჭიროება და მის მიერვე დადგენილი პერიოდულობით განაახლოს მონაცემები, შეამოწმოს შესაბამისობა. მნიშვნელოვანია, როგორც საჯარო, ასევე, კერძო დაწესებულების პერსონალის კვალიფიკაცია სრულად შეესატყვისებოდეს დადგენილ მოთხოვნებს. პერსონალის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები ინახება პირად საქმეში“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
„ჩატარებული ღონისძიებები ნათლად წარმოაჩენს, რომ წიგნი კულტურის, შემოქმედების, თავისუფალი აზრის უნივერსალური პლატფორმაა“