მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„თბილისი ენერჯის“ ცენტრალური გაზსადენის დაზიანების გამო, თბილისში ვაკის და საბურთალოს რაიონებში გაზის მიწოდება ავარიულად 150 000-მდე აბონენტს შეუწყდა, გაზის მიწოდების აღდგენა კი 10 თებერვალს, დღის პირველი ნახევრიდან დაიწყება და ავარიის მასშტაბის გათვალისწინებით პროცესი 11 თებერვლის დღის ბოლომდე დასრულდება.
აქედან გამომდინარე, ვაკე-საბურთალოს რაიონის 90-მდე სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.
როგორც etaloni.ge-სთვის გახდა ცნობილი, 10 თებერვალს, რაიონული საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელმა სკოლები გააფრთხილა, ხოლო მათ თავის მხრივ, მოსწავლეთა მშობლები ჩააყენეს საქმის კურსში.
აღნიშნული ინფორმაცია განათლების სამინისტრომ დაგვიდასტურა და ისიც განმარტა, რომ სასწავლო პროცესი შესაძლოა 11 თებერვალსაც არ აღდგეს, რადგან ჯერჯერობით გაზის მიწოდების ვადას ვერ აკონკრეტებენ:
„სასწავლო პროცესი ვაკე-საბურთალოს რაიონის სკოლებში შეწყვეტილია, რადგან გაზია გათიშული... რაც შეეხება სწავლის აღდგენის ვადას, შესაძლოა ხვალაც არ მივიდნენ ბავშვები სკოლებში, რადგან ზუსტი დრო - როდის აღდგება გაზის მიწოდება - უცნობია“, - განუმარტეს etaloni.ge-ს განათლების სამინისტროში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.