მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უნერგავენ.
წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის IIბ კლასის (დამრიგებელი ლია შარიქაძე) და IIგ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ნარგიზა შელია) გიმნაზიის ბიბლიოთეკაში თემატურად შესწავლილი „პინოქიოს თავგადასავალი“ წაიკითხეს.
მოსწავლეებისთვის დღემ საინტერესო გარემოში ჩაიარა. მოსწავლეებმა ერთმანეთს წიგნის კითხვის სიხარული გაუზიარეს და დადებითი ემოციებით დაიმუხტნენ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ასეთი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებმა შეიყვარონ წიგნის კითხვა.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.