მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N61 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს კითხვის კულტურას დაწყებითი კლასებიდანვე აქტიურად ასწავლიან და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ.
5 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა. ამ ლამაზ და უკვე ტრადიციად ქცეულ ღონისძიებას თბილისის N61 საჯარო სკოლის II ა კლასის მოსწავლეებიც შეუერთდნენ.
პედაგოგმა - ნუნუ ნებიერიძე, ბავშვებს ესაუბრა წიგნის კითხვის აუცილებლობაზე. მასწავლებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რომ შეუძლებელია საზოგადოების სრულფასოვანი წევრი გახდე თუ არ ხარ ნაკითხი და განათლებული. ამის საუკეთესო მასწავლებელი კი წიგნია.
ბავშვები დიდი მონდომებით და ინტერესით კითხულობდნენ ეპიზოდებს შერჩეული წიგნებიდან.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.