მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ და ბავშვებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს უნერგავენ.
5 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა. ჩხორიის საჯარო სკოლა წიგნის კითვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა.
სკოლაში, წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა.
მოსწავლეებმა შექმნეს ვოდეორგოლი, ელექტრონული პოსტერები, პლაკატები, ბუკლეტები, წიგნის სანიშნეები.
მოზარდები ასევე ესტუმრნენ სკოლის ბიბლიოთეკას, წაიკითხეს მოთხრობები.
უფროსკლასელებმა მე-2 კლასელებს წაუკითხეს მოთხრობები. ასევე, გადავიდნენ საბავშვო ბაღში და ბაღის აღსაზრდელებს წაუკითხეს წიგნები.
ბავშვები სოფლის ბიბლიოთეკასაც ესტუმრნენ და ერთმანეთს წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული გაუზიარეს.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.