მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქველმოქმედება და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) მნიშვნელოვანი პრიორიტეტია დღეს მსოფლიოში. კომპანიები და კერძო მეცენატები თავიანთი შემოსავლის ნაწილს საზოგადოებრივი სიკეთისთვის ხარჯავენ. საქართველოში მეცენატობის მდიდარი ტრადიცია ოდითგანვე არსებობდა – ქართველი ქველმოქმედები მუდმივად ცდილობდნენ ხელი შეეწყოთ ახალგაზრდებისთვის, აფინანსებდნენ განათლებას და ამით მომავალი თაობის განვითარებაში ფასდაუდებელი წვლილი შეჰქონდათ.
არაერთი ორგანიზაცია და ადამიანი უანგაროდ დებს თავის რესურსებს ქვეყნის მომავალში. ერთ-ერთი გამორჩეული ქართული ორგანიზაცია ამ მიმართულებით გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდია, რომელიც 2017 წელს ინნა გუდავაძემ დააარსა. ფონდის მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას - განათლების საერთო ხარისხის ამაღლებასა და განათლების ყველასთვის ხელმისაწვდობის გაზრდას. ფონდის არსებობის მოკლე დროის მანძილზე გპფ-ს მიერ 5.5 მილიონ ლარზე მეტი გაიღო საგანმანათლებლო პროექტებში.
ფონდის საქმიანობას ზურაბ კერვალიშვილი ხელმძღვანელობს. მისი გუნდი ერთგულად ემსახურება იდეას, რომ განათლება იყოს ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის მთავარი საფუძველი. ფონდის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროექტები მიზნად ისახავს ქვეყნის განათლების სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებას.
ფონდის საგანმანათლებლო პროექტები
გპფ-ს მიერ მხარდაჭერილი ერთ-ერთი გამორჩეული ინიციატივაა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“, რომელიც გამოარჩევს ისეთ პედაგოგებს, რომლებიც ცოდნის სამყაროსთან აზიარებენ მოსწავლეებს, მათ პიროვნებად ჩამოყალიბებაში უწყობენ ხელს და ქვეყნის პატრიოტ მომავალს ზრდიან. ეს ერთგვარი მადლიერების ჟესტია ფონდის მხრიდან პედაგოგების მიმართ, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან საკუთარ საქმეს, დაუფასდეთ შრომა და საქმის სიყვარული.
ფონდი ასევე მხარს უჭერს „პროფესიული განათლების ეროვნულ ჯილდოს“, რომელიც პოპულარიზაციას უწევს პროფესიულ განათლებას და ყოველწლიურად გამოავლენს საუკეთესო სტუდენტებს, მასწავლებლებს, სასწავლო პროგრამას, კოლეჯსა და ბიზნეს პარტნიორს. ამ პროექტის მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და იმ სტუდენტების მხარდაჭერა, რომლებიც მოტივაციას აძლევენ სხვებსაც. პროფესიული განათლებას მნიშვნელოვანი როლი უკავია ღირსეული დასაქმებისა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და შესაბამისად, ეს მნიშვნელოვანია ფონდისათვისაც.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს დებატების კულტურის განვითარება – ფონდი მეხუთე წელია აფინანსებს პროექტს, რომელიც სკოლებში და უნივერსიტეტებში დებატების ხელოვნებას ავითარებს. ამ პროცესში მოსწავლეები უკვე სკოლის ასაკიდან იძენენ სრულიად ახალ უნარებსა და კულტურას: სწავლობენ ანალიტიკურ აზროვნებას, საკუთარი აზრის გამოხატვას, გუნდურად მუშაობას, სხვისი აზრის მოსმენას და დაფასებას, პრიორიტეტების მართვას და სხვ. თავის მხრივ, ეს პედაგოგებისთვისაც გამოწვევაა, მეტი ახალი ცოდნა და უნარი შეიძინონ და გაუზიარონ ახალ თაობას და დებატ-კლუბები აქციონ არაფორმალური განათლებისა და შემეცნების კერად.
სიახლეა უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი „ფსიქო-ემოციური უნარების სწავლება“. მისი მიზანია, რომ მომავალმა პედაგოგებმა ისწავლონ საკუთარი ემოციების მართვა და გამოიყენონ ეს უნარები მოსწავლეებთან ურთიერთობისას. ამ ეტაპზე პროექტში 6 უმაღლესი სასწავლებლის განათლების ფაკულტეტი იღებს მონაწილეობას, სადაც ეს პროგრამა ინერგება, როგორც არჩევითი საგანი. სწორედ აქ მომავალი პედაგოგები მიიღებენ იმ ცოდნას, რაც დასჭირდებათ პროფესიულ საქმიანობაში და ახალი, ჯანსაღი თაობის აღზრდის პროცესში.
საქმინაობის დაწყებიდან დღემდე ფონდის მიერ 50-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა. მათ შორისაა: მეცხოველეობის პროფესიული სასწავლო პროგრამების დანერგვა რაჭაში, ქართული ენის სწავლების გაძლიერება ეთნიკურ უმცირესობებსა და ლტოლვილებში, პროფესიული გაერთიანებების მხარდაჭერა, მეთოდური სახელმძღვანელოების შექმნა და დანერგვა.
ფონდის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი მდგრადობაა – ყველა პროექტი ისე იგეგმება, რომ მისგან მიღებული სარგებელი საშუალო და გრძელვადიანად აისახოს განათლების სისტემაზე და არ იყოს მხოლოდ მყისიერ ეფექტზე გათვლილი.
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი თავის ინიციატივით ახორციელებს „მომავალი პედაგოგის“ სასტიპენდიო პროგრამას, რომელიც რეგიონული უნივერსიტეტების საუკეთესო სტუდენტებს აფინანსებს.პროგრამა ახალგაზრდებს მოტივაციას აძლევს, დაინტერესდნენ მასწავლებლის პროფესიით და მათი მაღალი აკადემიური მოსწრება და სოციალური აქტიურობა დააჯილდოვოს. თუმცა, მხარდაჭერა მხოლოდ სტიპენდიით არ შემოიფარგლება – ფონდი აქტიურად ადევნებს თვალს სტუდენტების აკადემიურ და კარიერულ განვითარებას, მათ ჩართულობას სასწავლო აქტივობებში, პრაქტიკაში და საბოლოოდ, მათი დასაქმების პროცესში.
„ეს პროექტი ჩვენი ინიციატივით შეიქმნა და უკვე ვხედავთ მის შედეგს – ერთის მხრივ, გაიზარდა დაინტერესება განათლების ფაკულტეტების მიმართ, გაიზარდა სურვილი სტუდენტების მხრიდან უკეთ ისწავლონ და მეორეს მხრივ, ფონდის გუშინდელი სტიპენდიანტები, დღეს უკვე ახალგაზრდა პედაგოგები, წარმატებით ასწავლიან საჯარო სკოლებში, ახალ თაობას ზრდიან და ინოვაციურ მიდგომებს ნერგავენ.“ – ამბობს ფონდის დირექტორი, ზურაბ კერვალიშვილი.
ფონდის პარტნიორები და მომავალი გეგმები
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა წლების განმავლობაში მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოაყალიბა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან. ეს ის ორგანიზაციებია, რომლებთანაც ფონდი სხვადასხვა ფორმით თანამშრომლობს ან პარტნიორობს. მათ შორის: ათასწლეულის ფონდი, საქართველოს დებატების ინსტიტუტი, კოალიცია განათლებისთვის, ბლაუნშტაინ ედუ, მასწავლებლის სახლი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, საქართველოს გაეროს ბავშვთა ფონდი, UNDP, UNHCR, USAID, MCA-Georgia, ისრაელისა და შვეიცარიის საელჩო, Konrad Adenauer Stiftung, World Vision, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, და სხვა კერძო თუ საჯარო ორგანიზაციები.
2025 წელს ფონდი გაგრძელებს განათლების მხარდაჭერას - მასწავლებლის როლის წარმოჩენას, პროფესიული განათლების პოპულარიზაციას, მომავალი პედაგოგებისთვის დაგეგმილ პროექტებში წვლილის შეტანას, ახალი სასწავლო რესურსებსა და პროგრამების შექმნას, საგანმანათლებლო ინიციატივებში და სისტემური პრობლემების მოგვარებაში ჩართულობას; და ზოგადად ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლის მიზანიცაა განათლების სისტემის მხარდაჭერა და გაძლიერება.
„ჩვენი მიზანია, განათლების სფეროში მეტი ახალგაზრდასთვის შეიქმნას უკეთესი სასწავლო გარემო, შეიქმნას მეტი შესაძლებლობა. ეს მხოლოდ ფონდის მისია კი არა, მთელი ქვეყნის პასუხისმგებლობაცაა. ქალბატონი ინნა გუდავაძის სურვილი სწორედ ეს არის – მისი ქველმოქმედება განათლებულ თაობის ჩამოყალიბებას მოხმარდეს. ყოველ ახალ პროექტში ვხედავთ, როგორ ცვლის ცოდნა ადამიანების ცხოვრებას და ამით ჩვენი მისიის წარმატებაშიც ვრწმუნდებით,“ – დასძენს თავის მხრივ საქმეზე შეყვარებული ფონდის დირექტორი.
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი რჩება ერთგული საქართველოს განათლების განვითარებისა და მასწავლებლის როლის გაძლიერების. მისი პროექტები არა მხოლოდ ახალგაზრდებს აძლევს ცოდნასა და გამოცდილებას, არამედ ცვლილებების რეალურ შესაძლებლობებს ქმნის. ფონდი ქვეყნის განათლებულ მომავალში ინვესტირებას აგრძელებს – რადგან განათლებული საზოგადოება ძლიერი სახელმწიფოს მთავარი საფუძველია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაფიქსირდა თუ არა მუნის შემთხვევები სკოლებსა და ბაღებში - etaloni.ge ოფიციალურ უწყებებს დაუკავშირდა
IZRUNE.GE ბათუმში! - წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება ამჯერად შავიზღვისპირეთში გაიმართა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მათ არასოდეს დაავიწყდებათ ამ დღის ემოციები“
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე