მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის №4 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო ღონისძიებებით, აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები.
მათ შორის, დავით აღმაშენებლის გარდაცვალების 900 წლისთავთან დაკავშირებით, ქუთაისის №4 საჯარო სკოლაში, ადმინისტრაციის (სკოლის დირექტორი მაკა გუბელაძე, დირექტორის მოადგილე ბექა ძოწენიძე) მიწვევით, ლექტორმა გიორგი ქავთარაძემ წაიკითხა მოხსენება თემაზე - „დავით აღმაშენებლის პოლიტიკა— საქართველოს სამეფოს ძლიერების ხანა“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შესავალში მომხსენებელმა ისაუბრა ისტორიის, როგორც საგნის დანიშნულებაზე. „ისტორია გვათავისუფლებს საკუთარი ეპოქისადმი გაუცნობიერებელი დამოკიდებულებისაგან“ - ეს იყო მთავარი გზავნილი.
მოხსენების ძირითად ნაწილში ხაზი გაესვა შემდეგ საკითხებს: მეფე დავითის საშინაო პოლიტიკა - მიგრირებული მოსახლეობის დაბრუნება, არისტოკრატიის ცენტრალურ მმართველობასთან დაქვემდებარება, საგანმანათლებლო პოლიტიკა, სასამართლოების დაწესება და სამხედრო რეფორმები.
საგარეო პოლიტიკა - თურქ-სელჩუკებისა და ბიზანტიის გავლენის შემცირება, სახელმწიფოს დამოუკიდებლობის განმტკიცება, ეკონომიკური რეფორმები.
პოლიტიკური თეოლოგია მეფე დავითთან - მმართველობა, როგორც სამართლიანობის ინსტრუმენტი და ქმედებითი სულიერების, როგორც ადამიანთა მსახურების ფორმა.
ღონისძიებას დაესწრნენ სკოლის მაღალკლასელები, პედაგოგები და დირექცია.
შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის და აქტიური დიალოგის ფორმატში წარიმართა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.