მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
8 თებერვალს, დავითობას, ქუთაისის N10 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობით, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ამავე სკოლის დირექციის ერთობლივი ინიციატივით, გაიმართა თანამედროვე ქართველი პოეტის - ტარიელ ხარხელაურისადმი მიძღვნილი ლიტერატურული შემოქმედებითი საღამო - „დახურეთ ზეცა“.
ღონისძიებაზე სკოლამ თავად პოეტს უმასპინძლა. სკოლის მოსწავლეებმა გააცოცხლეს პოეტის შემოქმედება, ხოლო, მწერალმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი შემოქმედებიდან ლექსები წაუკითხა.
ღონისძიება შთამბეჭდავად, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა.
ლიტერატურულ საღამოს ესწრებოდნენ: ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მაია ცქიტიშვილი, პოეტი, ერეკლე საღლიანი.სტუმრები ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრიდან: თორნიკე მარჯანიშვილი და მარინა მარჯანიშვილი და სხვა დამსწრე საზოგადოება.
ღონისძიების რეჟისორები ალეკო მესხორაძე და ნატო შერაზადიშვილი არიან.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.