მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
izrune.ge-ს წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოების მასშტაბური ღონისძიება 9 თებერვალს ბათუმში გაიმართა. მონაწილეთა სიმრავლის გამო ღონისძიება რამდენიმე ეტაპად წარიმართა. გამორჩეულად ბეჯითი და აქტიური მოსწავლეების დასაჯილდოებლად გამართულ ღონისძიებას კმაყოფილი მშობლები, ოჯახის წევრები, თავად მოსწავლეები და სკოლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებას izrune.ge -ს ავტორი, გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა, რომელმაც პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ izrune.ge ორიენტირებულია დანერგოს თანამედროვე მიდგომები და მოსწავლეებს, განათლების მიღებასთან ერთად დაეხმაროს, უკეთ შეიცნონ საკუთარი ძლიერი მხარეები.
პროექტი, რომელშიც ათასობით მოსწავლეა ჩართული, ორიენტირებულია განვითარებასა და განათლებაზე. ამას კი მშობლებისა და თავად მონაწილეების შეფასებებიც მოწმობს.
მშობლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ izrune.ge - ში ჩართვის შემდგომ ამაღლდა ბავშვების მოტივაცია და გაუმჯობესდა მათი უნარები, მაგალითად, გაუუმჯობესდათ დროის აღქმა - ახლა უფრო უკეთ ახერხებენ კითხვებზე პასუხის გაცემას და საკითხების გააზრებას, ვიდრე პროექტში ჩართვამდე.
როგორც ვალერი მამულაძე გვეუბნება, მისი შვილები izrune.ge – ს ტესტებს დამოუკიდებლად ასრულებენ, თუმცა თუ დახმარება დასჭირდათ, ამ შემთხვევაში ყოველთვის მიმართავენ მშობლებს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია შვილების აღზრდა–განათლებაში მშობლების აქტიური ჩართულობისთვის.
„ჩემი ორივე შვილი აქტიურად არის ჩართული izrune.ge - ს ტესტებში. ანეტა მეშვიდე კლასის მოსწავლეა, ლუკა კი მეოთხე კლასშია, ჩემთვის, როგორც მშობლისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ კარგი განათლება მიიღონ და თავიდანვე შეიყვარონ სწავლა, შესაბამისად, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ, რომ ბავშვებს უხარიათ საგანმანათლებლო აქტივობაში ჩართვა და განათლების მიღება. რაც შეეხება უშუალოდ ტესტებს ძალიან მომწონს. მრავალფეროვანი და საინტერესო კითხვებია, რაც ბავშვებისთვის ტესტების შესრულების პროცესს უფრო საინტერესოს ხდის. ამასთან, მადლობა თქვენ, რომ ასეთი კარგი პროექტი გაქვს“, - აღნიშნა ვალერი მამულაძემ.
ღონისძიებას ის პედაგოგებიც ესწრებოდნენ, რომლებიც ამაყობენ თავისი მოსწავლეების შედეგებითა და აქტივობებით. ერთ-ერთი ასეთი, ბათუმის მე-10 საჯარო სკოლის დაწყებითების მასწავლებელი თამარ ანთაძეა.
„მიხარია რომ ჩემი მოსწავლეები ჩართულნი არიან საგანმანათლებლო აქტივობებში. რა თქმა უნდა, არაფორმალური განათლება ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ის, რომ პატარებს სურვილი აქვთ უფრო მეტი ისწავლონ, მხოლოდ მისასალმებელია.
ძალიან დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართულნი izrune.ge-ში. აქტიურად ასრულებენ ტესტებს და შემდგომ სკოლაში ერთმანეთთანაც განიხილავენ. ხშირად ყოფილა შემთხვევა, სკოლაში გაკვეთილის ახსნის დროს მოსწავლეს უთქვამს, რომ ეს საკითხი უკვე იცოდა იზრუნეს დახმარებით და ამ დროს ძალიან ამაყები არიან ხოლმე. ისეც ყოფილა, რომ უკვე ახსნილი და ნასწავლი მასალიდან შეხვედრიათ კითხვები და მერე ბედნიერებს უთქვამთ, თქვენ რომ გვასწავლეთ, იმ საკითხზე მოგვივიდა კითხვა და სწორად ვუპასუხეთო.
ამ ტესტების დახმარებით მოსწავლეები სხვადასხვა უნარებს ივითარებენ, სწავლობენ დროის სწორად მართვას, ეჩვევიან კომპიუტერთან მუშაობას, ასევე ტესტების ფორმატს, ეს უნარები, მათ აუცილებლად გამოადგებათ“, - გვეუბნება პედაგოგი თამარ ანთაძე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია