სიახლეები
სიახლეები

დაფიქსირდა თუ არა მუნის შემთხვევები სკოლებსა და ბაღებში - etaloni.ge ოფიციალურ უწყებებს დაუკავშირდა
10-02-2025
-
+


რამდენიმე დღეა საზოგადოებაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სკოლებსა და ბაღებში მუნის შემთხვევები დაფიქსირდა - აღნიშნული etaloni.ge-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ციცო დილებაშვილმა დაუდასტურა და აღნიშნა, რომ რამდენიმე სკოლა დაუკავშირდა; მართალია ქალბატონი ციცო განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხი მის კომპეტენციას სცდება, თუმცა რამდენმე რეკომენდაციას აძლევს სკოლებს, მასწავლებლებსა და მშობლებს.

„აღნიშნული პრობლემით რამდენიმე სკოლა დაგვიკავშირდა... მუნი ყოველ წელს ფიქსირდება და აქ ახალი არაფერია, მკურნალობაც მარტივია, ვიდრე წლების წინ“, - განმარტავს ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, მისი თქმით, თუ კლასში მუნის შემთხვევა დადასტურდება, მასწავლებლებმაც და მშობლებმაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ; მერხების, კარის სახელურების... დეზინსექცია უნდა მოხდეს, რადგან, მიუხედავად იმისა, მუნის ტკიპა შეხებით გადადის, შესაძლოა ის ზედაპირზე მოხვდეს და ჯანმრთელ კანზე გადავიდეს:

„ხელის მტევანს უნდა დააკვირდეთ, რადგან ეს ადგილი ძალიან „უყვარს“ მუნის ტკიპას... დაავადებულ ადამიანს აღენიშნება წვრილი ნაკაწრები, რადგან ასეთ დროს ქავილს ვერ იკმაყოფილებს... უნდა მოხდეს ზედაპირების დეზინსექცია და შემდეგ სივრცე სველი წესით უნდა დასუფთავდეს“, - განმარტა ციცო დილებაშვილმა.

რაც შეეხება სკოლამდელ დაწესებულებებს, etaloni.ge თბილისის ბაღების სააგენტოს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ მუნის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ინფორმაციისთვის: დაავადების გამომწვევია ტკიპა. დაავადების გავრცელების წყარო- დაავადებული ადამიანი. განასხვავებენ დაინფიცირების პირდაპირ და არაპირდაპირ გზას. პირდაპირი დასნებოვნების დროს გამომწვევი დაავადებული ადამიანიდან ჯანმრთელს გადაეცემა კონტაქტით. არაპირდაპირი გზა გულისხმობს გამომწვევის გადაცემას საყოფაცხოვრებო ნივთებით, თეთრეულით, დასაბანი ღრუბლით, პირსახოცით. ბავშვებში შესაძლოა გადაეცეს რბილი სათამაშოთი. მუნის დროს საინკუბაციო პერიოდი შეადგენს 8-12 დღეს. ძირითადი კლინიკური სიმპტომია ქავილი, რომელიც ღამით ძლიერდება. დაავადებისთვის დამახასიათებელია კვანძოვან-ბუშტუკოვანი გამონაყარის განვითარება. კანზე შეიმჩნევა ნაკაწრები, რომლებიც ძლიერი ქავილის შედეგია და კანში ტკიპის სავალ „გზებს“ წარმოადგენს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება