მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს შთააგობენენ, კითხვის კულტურას ასწავლიან და ამ გზით მათი თვალსაწიერის გაფართოებაზე ზრუნავენ.
ამის ნათელი მაგალითია, რომ მოსწავლეები წიგნის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდნენ.
პედაგოგ თამუნა პოპიაშვილის მოსწავლეებმა წიგნის კითხვის მსოფლიო დღეს კვირეული მიუძღვნეს და წიგნიერების სამყაროში დიდი სიხარულით იმოგზაურეს.
„ჩვენი ლამაზი ისტორიის კიდევ ერთი ლამაზი დღე კვირისა! ჩვენს კლასში მუდამ კითხვის დღეა, მაგრამ ასე დავაგვირგვინეთ „საერთაშორისო კითხვის დღე“ და კვირეულად ვაქციეთ! წიგნებს თვალს ვადევნევთ, ყურს ვუგდებთ და ცხოვრებას ვსწვლობთ! გისურვებთ, რომ განათლებული ნასწავლები გამოხვიდეთ და თქვენი და თქვენი ქვეყნის ბედნიერებისათვის გამოგადგეთ თამუნა მასწავლებელთან შეძენილი ცოდნა .მიყვარხართ გამორჩეულად!“,- წერს პედაგოგი თამუნა პოპიაშვილი და ახარებს მოსწავლეთა აქტიურობა.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.