TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

„წიგნი არის ოცნება, რომელიც შეგიძლია ხელში დაიჭირო!“ - დეხვირის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვასთან დაკავშირებით კვირეული გაიმართა
10-02-2025
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის დეხვირის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვასთან დაკავშირებით კვირეული გაიმართა. აქტივობა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს მიეძღვნა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა მრავალფეროვანი და სახალისო დავალებები შეასრულეს.

„წიგნი არის ოცნება, რომელიც შეგიძლია ხელში დაიჭირო!“ წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა. დეხვირის საჯარო სკოლა შეუერთდა საერთაშორისო ინიციატივას და გახდა მსოფლიო მასშტაბური ღონისძიების ნაწილი.

მოსწავლეები სიხარულით ჩაერთნენ აქტივობებში, შეასრულეს სახალისო დავალებები, ხმამაღლა და მხატვრულად წაიკითხეს მათი საყვარელი ნაწარმოებები და კიდევ ერთხელ გაუზიარეს ერთმანეთს, რომ „წიგნი სიყვარულია!“

სკოლის პირველკლასელებმა - მათი უსაყვარლესი მასწავლებლის დახმარებით შექმნეს ილუსტრირებული ზღაპრები ( „ძუნწი ციყვი“ და „ცისფერკაბიანი“) და წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას.  განსაკუთრებით დიდი მადლობა - ჩვენი კოლექტივის ღვაწლმოსილ ბიბლიოთეკარს ქალბატონ აზა ჭაბუკიანს, რომელიც კიდევ ერთხელ ესაუბრა მოსწავლეებს წიგნის მნიშვნელობის შესახებ და დაგვარწმუნა, რომ წიგნის უგულებელყოფა შეუძლებელია, თუნდაც დღეს - 21-ე საუკუნეში ასე რომ... ვიკითხოთ ხმამაღლა და ერთად შევცვალოთ მსოფლიო უკეთესობისკენ!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, რომ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში აღნიშნავენ. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ლიტერატურის, კითხვის მოყვარულებს საშუალებას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ ერთად კითხვის სიამოვნება. ამ დღის მთავარი მიზანი წიგნის კითხვის პოპულარიზაციაა. სხვადასხვა ქვეყნებიდან ადამიანები ერთი სლოგანის „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ − გარშემო ერთიანდებიან.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება