მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყველასთვის ცნობილია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვისთვის წიგნის შეყვარება და ამ გზით მათი წიგნიერების დონის ამაღლება და თვალსაწიერის გაფართოება. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლაში გამართული ღონისძიება, რომელიც წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს მიეძღვნა.
მოსწავლეები წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას ხალისით შეუერთდნენ.
მოსწავლეებმა ისაუბრეს წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე, სასკოლო საზოგადოებას გაუზიარეს ლექსები წიგნზე, ცოდნაზე. წარმოადგინეს მათი ხელით შექმნილი დიდი ილისტრირებული წიგნი.
ასევე სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ ქალაქ ახალციხის ბიბლიოთეკას, გაეცნენ
სხვადასხვა მწერლისა და პოეტის შემოქმედებას.
როგორც სკოლაში გევუბნებიან, აღნიშნულმა დღემ მოსწავლეებისათვის საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გამართეს საინტერესო პრეზენტაცია