მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის ხეოთის საჯარო სკოლაში აქტიურად აღინიშნება სხვადასხვა მნიშვნელოვანი დღესასწაულები. აქტივობის ფარგლებში მოსწავლეები იგებენ დამატებით ინფორმაციებს ამა თუ იმ მოვლენის მიმართ და იფართოებენ თვალსაწიერს.
ამჯერად, ისტორიის მასწავლებელმა, გიორგი ნებაძემ, საზოგადოებრივ-მეცნიერებათა კათედრის ჩართულობით ჩაატარა ღონისძიება - „ტახტზე ფიქრია იოლია დავითობაა ძნელი". აქტივობა დავითა აღმაშენებლის ხსენების დღეს მიეძღვნა.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ დავით აღმაშენებლის ბიოგრაფიას, ასევე მოიზიეს და გააეცნენ შემოქმედებას, რომელიც სხვადასხვა დროის მწერლებმა დავითის საქებად და სადიდებლად შექმნეს.
წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და 36 წელი მეფობდა.
წმინდა დავით აღმაშენებელმა დიდი თურქობის დროს გაქცეული და მიუვალ ადგილებს შეხიზნული ქართველები ძველ ნამოსახლარებზე დააბრუნა. მოიწვია საეკლესიო კრება, რომელიც რუის-ურბნისის კრების სახელწოდებით არის ცნობილი. კრებამ ქართული ქრისტიანული ეკლესიის ავტორიტეტი გააძლიერა და თავგადასულ ფეოდალთა და უღირს სასულიერო პირთა თავნებობა აღკვეთა. კრებამ ასევე ერისა და პიროვნების გადარჩენის საქმეში მართლმადიდებლური სარწმუნოების სასიცოცხლო მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დაამტკიცა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გამართეს საინტერესო პრეზენტაცია