მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზურაბ იარაკულის სახელობის, თბილისის N106 საჯარო სკოლა წლებია ურყევად დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე; ფაქტია, დღეს არაერთი წარმატებული ახალგაზრდა ამაყობს, რომ იგი „ასმეექვსელია“ და უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ წარმატებული ახალგაზრდების უკან, ასევე წარმატებული, პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული დირექტორი და პედაგოგები დგანან.
დღეს სწორედ ასეთ მასწავლებელს, თამარ ზირაქიშვილს გაგაცნობთ, რომლის შესახებ სტატია ამავე სკოლის პედაგოგმა, ინა მეცხვარიშვილმა მოგვაწოდა და მას მკითხველს უცვლელად ვუზიარებთ:
ძლიერი სკოლის წარმატებული მასწავლებელი
მნიშვნელოვანია იმ წარმატებული საქმეების ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა და გაზიარება, რასაც ზურაბ იარაჯულის სახელობის თბილისის N106 საჯარო სკოლის ძლიერი გუნდის წევრი მასწავლებლები ახორციელებენ.
სტატია აუცილებლად უნდა დავიწყოთ სკოლის ლიდერის, ბატონი თენგიზ გულორდავას წარდგენით, რომელიც თავისი მოღვაწეობითა და სულისკვეთებით, შეუსვენებლად დებს უდიდეს შრომას N106 საჯარო სკოლის კედლებში, სადაც ყალიბდება საქართველოს აწმყო და მომავალი.
ბატონი თენგიზის ხელმძღვანელობის წლებში 300 მოსწავლიანი სკოლა დღეს უკვე 1800-ზე მეტ მოსწავლეს უღებს თავის კარს. იმავდროულად, სკოლას ჰყავს თავისი მასწავლებლების სახით, უძლიერესი გუნდი, როგორც ბატონი თენგიზი მუდმივად აღნიშნავს და ერთიანი ძალებითა და სულისკვეთებით იპყრობენ მწვერვალებს.
აღსანიშნავია რომ სკოლის ხელმძღვანელი მასწავლებლებს მუდმივად ხელს უწყობს საკუთარი საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში. ამის დასტურია მასწავლებლების წინსვლა.
სკოლას ჰყავს მენტორი, წამყვანი და უფროსი სტატუსის მქონე მაღალკვალიფიციური პედაგოგები. ამ სტატიაში, სწორედ სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული მასწავლებლის, თამარ ზირაქაშვილის შესახებ გვინდა გიამბოთ. ეს პედაგოგი იმითაა გამორჩეული, რომ ის არა მარტო წამყვანი მასწავლებელია მას ორი დისერტაცია აქვს დაცული და მინიჭებული აქვს სხვადასხვა სპეციალობაში დოქტორის აკადემიური ხარისხი, ის იმავდროულად საქართველოს ტექნიკური და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტების ასოცირებული პროფესორია.
საგანმანათლებლო სფეროში ქალბატონი თამარის მოღვაწეობა 2012 წლიდან დაიწყო, როდესაც დოქტურანტურაში ჩააბარა და ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკურ უნივერსტეტში; იგი ასევე 2012 წლიდან საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ ინტელექტის სარედაქციო საბჭოს-კოლეგიის წევრი იყო წლების მანძილზე. მან 2015 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა „მეცნიერებათა აკადემიის დოქტორის ხარისხი ინფორმატიკაში“
2016-2018 წლებში იგი მუშაობდა თბილისის სასწავლო უნივერსტეში, მიწვეულ სპეციალისტად.
2018 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსტეტში ასოცირებულ პროფესორად და 2019 წლიდან დღემდე, არის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსტეტის მიწვეული ლექტორი.
თამარი ასევე მიწვეულია სოხუმის სახელმწიფო უნივერსტეტში. მას აქვს 40-მდე სტატია და საერთაშორისო კონფერენციებში მიღებული მონაწილეობა, როგორც საქართველოში ასე საქართველოს ფარგლებსგარეთ. იმავდროულად, აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციბში და გლობალური მასშტაბის პედაგოგიურ აქტივობებში.
მიუხედავად აკადემიის დოქტორის ხარისხისა და უნივერსტეტის ლექტორობისა, ქალბატონმა თამარმა მაინც 2019 წელს მეორედ ჩააბარა დოქტორანტურაში და 2023 წელს მას მიენიჭა უკვე მეორე „საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების აკადემიური დოქტორის ხარისხი“.
ბავშვების დიდმა სიყვარულმა ქალბატონ თამარს გადააწყვეტინა, რომ უნივერსტეტთან ერთად, ეთანამშრომლა სკოლასთან და მისი მოღვაწეობა სკოლაში 2021 წელს დაიწყო, კერძო საშუალო სკოლა „დავითიანში“, შემდგომ გაგრძელდა ინგლისური გაძლიერებული სკოლა „ნინოსთან“ და დღეს არის სსიპ ზურაბ იარაჯულის სახელობის თბილისის N106 საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი და იმავდროულად სკოლის პირველი მეცნიერებათა აკადემიის დოქტორი მასწავლებელიც.
აღსანიშნავია ისიც რომ მასწავლებლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, სულ საქართველოში 4 მოქმედ პედაგოგს უფიქსირდება ორი და ორზე მეტი დოქტორის ხარისხი და ამ ოთხიდან ერთერთი არის ქალბატონი თამარ ზირაქაშვილი.
ქალბატონი თამარი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ასევე, თბილისის N106 საჯარო სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული მასწავლებელიცაა. სასკოლო მოღვაწეობის ამ მცირე დროის განმავლობაში, ქალბატონმა თამარმა მხოლოდ მასწავლებლის სტატუსის მოპოვება კი არ შეძლო, მან, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნებს გარეთაც, მიიღო სასკოლო საგანმანათლებლო კონფერენციაში მონაწილეობა. როგორც ინდოეთში, ასევე დუბაიში. იგი დააჯილდოვეს 2003-2004 წლის როგორც საუკეთესო პედაგოგი.
აღსანიშნავია, რომ წარმატებული და მრავალფეროვანი კარიერის პარალელურად, ქალბატონი თამარი არის 38 წლის და იგი 3 შვილის დედაა. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ვერ თმობს სკოლას და ამის ერთადერთი მიზეზი, საკუთარი მოსწავლეების სიყვარულია.
ზურაბ იარაჯულის სახელობის, თბილისის N106 საჯარო სკოლა ამაყობს თავისი წარმატებული მასწავლებლით და კიდევ მეტ წინსვლას, შრომის დაფასებასა და მეტ აღიარებას უსურვებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაფიქსირდა თუ არა მუნის შემთხვევები სკოლებსა და ბაღებში - etaloni.ge ოფიციალურ უწყებებს დაუკავშირდა
IZRUNE.GE ბათუმში! - წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება ამჯერად შავიზღვისპირეთში გაიმართა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მათ არასოდეს დაავიწყდებათ ამ დღის ემოციები“
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე