სიახლეები
სკოლები

ბოდბისხევის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მსოფლიო კამპანიას შეუერთდნენ
11-02-2025
-
+


ყველასთვის ცნობილია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვისთვის წიგნის შეყვარება, ამ გზით მათი წიგნიერების დონის ამაღლება და თვალსაწიერის გაფართოება. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის საჯარო სკოლაში გამართული წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. 

„ეს დღე მუდამ გვახსენებს, რომ წიგნი განათლების, კულტურისა და კომუნიკაციის შეუცვლელი ნაწილია და ყველას გვმართებს ხელი შევუწყოთ მის პოპულარიზაციას“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით 5 თებერვალს, სამოქალაქო განათლების მასწავლებლის - ნათია პავლიაშვილის, ბიბლიოთეკარის - მარინე სინჯიკაშვილის  და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - მეგული ბოსტაღანაშვილის ხელმძღვანელობით, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, V და VIII კლასის მოსწავლეთა ჩართულობით, წიგნიერების დღესასწაული მოეწყო.

V კლასის მოსწავლეებმა ხმამაღლა წაიკითხეს რევაზ ინანიშვილის მოთხრობები - „როგორ წავიდნენ სათევზაოდ მამა, მამუკა და დათო“, „დიდი მურწა“, „შინდზე“.

კითხვის შემდეგ V და VIII კლასის მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი აზრები წაკითხულის ირგვლივ, გამოთქვეს თავიანთი შეხედულებები წიგნის კითხვის აუცილებლობისა და მნიშვნელობის შესახებ.

მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ საჯაროდ კითხვა არა მხოლოდ კითხვის კულტურას ავითარებს, არამედ ეხმარება მსმენელებს ახალი ცოდნის მიღებაში, კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და წარმოსახვის გაღრმავებაში.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება