სიახლეები
სკოლები

ქსოვრისის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის გარდაცვალების 900 წლისთავთან დაკავშირებით, კვირეული გაიმართა
11-02-2025
-
+


მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საგანმანათლებლო ღონისძიებებით, აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. 

მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე. 

დიდი მეფის გარდაცვალებიდან 900 წლისათვის აღსანიშნავად, ქსოვრისის საჯარო სკოლაში ჩატარდა კვირეული, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი აქტივობები, გააფორმეს კედლის გაზეთი სახელწოდებით - „დავით აღმაშენებელი“, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა წერილი მისწერეს მეფე დავითს.

საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე - „დავით აღმაშენებლის ცხოვრება და მოღვაწეობა“. 

საბაზო და საშუალო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ ჩაატარა ვიქტორინა - „როგორ ვიცნობთ დავით აღმასენებელს“ VII-XI კლასებში ჩატარდა ესეების კონკურსი - „დავითი საქართველოს გამაერთიანებელი მეფე“ და ბოლოს  VIII -კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ მზია მანჯიკაშვილის ხელმძღვანელობით, ჩაატარეს დასკვნითი ღონისძიება „ძლევავ საკვირველო - დავით“!

სკოლის დირექცია მადლობას უხდის აქტივობებში მონაწილე მოსწავლეებს და მასწავლებლებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება