მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძილეთის საჯარო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ინტერესითა და ჩართულობით გამოირჩევა.
ახალხან, ძეძილეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, ისტორიის მასწავლებლის - ლელა ჩიხლაძის ხელმძღვანელობით, მოეწყო საგანმანათლებლო სასწავლო ექსკურსია, ხონის ისტორიულ მუზეუმში.
როგორც სკოლაში გევუბნებიან, ექსკურსიის მიზანი იყო, მოსწავლეებისთვის მუზეუმში დაცული კოლხური თეთრის კოლექციის, XX საუკუნის დასაწყისის ეთნოგრაფიული მასალის, საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთების (კოლხურ ცულების, რკინისა და ბრინჯაოს შრომის იარაღების, სამარხეულ მასალების), საბრძოლო იარაღების, XVIII-XIX სს ხელნაწერების და ძველბეჭდური წიგნების გაცნობა.
მოსწავლეებმა მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატები დიდი ინტერესით დაათვალიერეს და ახალი ცოდნითა და ინფორმაციით დახუნძლულნი დაბრუნდნენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.