სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N45 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა
11-02-2025
-
+


7 თებერვალს, ქუთაისის N45 საჯარო სკოლაში, სადაც ყრუ და სმენადაქვეითებული მოსწავლეები იღებენ განათლებას, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა.

ჟესტური ენის მასწავლებელი ნინო გვილავა, მოსწავლეებს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მან აღნიშნა, რომ კითხვა არა მხოლოდ ცოდნის მიღების საშუალებაა, არამედ კომუნიკაციისა და კულტურული თვითგამოხატვის მნიშვნელოვანი გზა.

მოსწავლეებმა ჟესტურ ენაზე წაიკითხეს ჩაპლინის ცნობილი „წერილი ჯერალდინას“.

ეს, როგორც სკოლაში გევუბნებიან, არა მხოლოდ მათი შესაძლებლობების, არამედ ლიტერატურის მიმართ ინტერესისა და სიყვარულის გამოვლინება იყო.

ბავშვებმა შექმნეს ასევე ვიდეორგოლი, რომელიც კითხვის პოპულარიზაციასა და ინკლუზიური განათლების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

„ქუთაისის N45 საჯარო სკოლაში მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ყრუ და სმენადაქვეითებული მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და წიგნის მნიშვნელობის გაძლიერებას.

ღონისძიება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რომ განათლება და ლიტერატურა საზღვრებს არ ცნობს – ის ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, მიუხედავად განსხვავებული საჭიროებებისა“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება