მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის, ყარათაკლიის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები, დირექციის მხარდამხარ, მუდმივად ზრუნავენ, მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და სწორედ ამიტომ, საგნობრივი ცოდნის ტრანზიციის პარალელურად, სხვადასხვა საგნის მასწავლებლები აწყობენ თემატურ აქტივობებს, რომლებიც მოსწავლეებს მიღებული ცოდნის განმტკიცებაში ეხმარება.
10 თებერვალს, ყარათაკლიის საჯარო სკოლაში ფიზიკის პედაგოგის, ბელა ბედიაშვილის ხელმძღვანელობით, გაიმართა ფიზიკის საღამო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მე-7-მე-11 კლასების მოსწავლეებმა, რომელთაც შექმნეს კედლის გაზეთები: „ფიუზის“, „მარტივი მექანიზმები“, „ევრიკა“, „ქარვა-ელექტრობა“, „ბგერა“, „სინათლე“,„მკრთალი ლურჯი წერტილი“.
მოსწავლეებმა: ზელფინაზ მამედოვამ, აითაჯ აბდულაევამ, დენიზ გარიბოვამ, ალბინა გუსეინოვამ და სხვებმა წარადგინეს პრეზენტაციები სხვადასხვა თემაზე, ასევე ჩაატარეს ექსპერიმენტები.
ფიზიკის საღამოზე განიხილეს კარლ სეიგანის წიგნი „მკრთალი ლურჯი სინათლე“, წარადგინეს ვიდეოები, სადაც აღბეჭდილია „ვოიაჟ 1“-ის კოსმოსში გაშვება, მოისმინეს ოქროს დისკზე ჩაწერილი „ჩაკრულო“.
ღონისძიების დასასრულს ფიზიკის მასწავლებელმა ჩამოაყალიბა კლუბი „აინშტაინელები“ და იქვე დაიგეგმა, რომ მომდევნო ფიზიკის საღამო მიეძღვნება ალბერტ აინშტაინს.
სკოლის დირექტორმა, ბატონმა ბახრატ ისაევმა ფიზიკის პედაგოგ ბელა ბედიაშვილსა და ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებს გადასცა სიგელები. „აინშტაინელებს“ აგრეთვე გადაეცათ საქართველოს რუკის ფორმის ემბლემა mc2.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა