მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყველასთვის ცნობილია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვისთვის წიგნის შეყვარება და ამ გზით მათი წიგნიერების დონის ამაღლება. ამიტომ, აბაშის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს წიგნის კითხვის კულტურას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან.
მათ შორის, სკოლაში წარმატებით მუშაობს მკითხველთა კლუბი.
„წიგნის კითხვას კაცობრიობის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ის ავითარებს ჩვენს ფანტაზიას და გადავყავართ სამყაროში რომელზეც წიგნი მოგვითხრობს“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც ახლახან, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა.
მსოფლიოში ცნობილ ღონისძიებას აბაშის N1 საჯარო სკოლის თვითმმართველობა და სააბაზო საფეხურის მოსწავლები ხალისითა და დიდი შემართებით შეუერთდნენ. მათ სკოლის ბიბლიოთეკიდან შეარჩიეს სხვადასხვა ჟანრის წიგნები და წაიკითხეს მათი საყვარელი სიუჟეტები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მკითხველთა კლუბი კვლავ გააგრძელებს წიგნის საერთაშორისო დღეების აღნიშვნას.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა