სიახლეები
სკოლები

ზარიძეების საჯარო სკოლის მე-3 კლასელებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე ბიბლიოთეკაში აღნიშნეს
11-02-2025
-
+


თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლა წიგნის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო ღონისძიებას აქტიურად შეუერთდა.

მოსწავლეებმა გაიზიარეს გზავნილი - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ და წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისი დღე აღნიშნეს. მე-3 კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი: ფ.ცაკაშვილი) ამ დღესთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ესტუმრენ სკოლის ბიბლიოთეკას. მოსწავლეებმა წაიკითხეს საყვარელი წიგნები და ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები. შემდეგ კლასში გადაინაცვლეს და წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე დისკუსია გამართეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიების მიზანი იყო წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის კითხვის სურვილის გაღვივება.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება