სიახლეები
სკოლები

წიგნიერების დღესასწაული ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში
11-02-2025
-
+


ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში, სადაც მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მასშტაბურად აღინიშნა. 

წელსაც, როგორც ყოველ წელს, ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში არაერთი გაკვეთილი მიეძღვნა ამ მნიშვნელოვან თარიღს.

IX3 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ, მარინა ტალახაძესთან ერთად წაიკითხეს უილიამ შექსპირის - „რომეო და ჯულიეტა“.

მოსწავლეებმა და პედაგოგმა ისაუბრეს პერსონაჟებზე, კლასიკურ ნაწარმოებებში გადმოცემულ მარადიულ ღირებულებებზე, ამ ღირებულებების ცვლილებებზე დროსთან ერთად, ზოგადად, ლიტერატურის როლსა და მნიშვნელობაზე.

X2 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მზია ჯანელიძემ მოსწავლეებს წაუკითხა ედგარ პოს მოთხრობა - „ამბავი ახელოვანი კაცისა“ .

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ედგარ პოს ნაწარმოების შინაარსმა აქტიური დაინტერესება გამოიწვია აუდიტორიაში. ეს არის მოთხრობა კაცზე, რომელსაც სურს სახელი მოიხვეჭოს, მაგრამ არ იცის, რა გზით. მამამ ურჩია, გამოეყენებინა საკუთარი ცხვირი. შვილს რჩევა მოეწონა, მართლაც მიაღწია მიზანს - დაწერა ნარკვევები, სტატიები ცხვირზე, მხატვარსაც კი დაახატინა, შეხვედრისას ცხვირზე კოცნიდნენ, აიღო ჰონორარი, გაითქვა სახელი, ვიდრე ერთმა ნაცნობმა შეურაცხყოფა არ მოაყენა ცხვირს. „სახელოვანმა კაცმა“ დუელში გამოწვეულ მამხილებელს ცხვირში მოახვედრა ტყვია. ამის შემდეგ ყველა უცხვირო კაცზე ალაპარაკდა, ის იქცა გმირად.

„სახელოვან კაცს“კი ასეთი სიტყვები უთხრა მამამ „ცუდია, როდესაც ადამიანი სახელსა და დიდებაზე ცხვირის ზომის მიხედვით მსჯელობენ. ვინ შეედრება იმ სახელოვან კაცს, ვინც საერთოდ უხორთუმოდაა!“

აღნიშნულ მოთხრობაზე საუბრის შემდეგ მოსწავლეებმა პარალელი გაავლეს შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟებთან, იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ, რა გზითაა შესაძლებელი დიდი საქმეების კეთება, ღირსეული სახელის მოხვეჭა.

VI3 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ რუსუდან თოიძესთან ერთად წაიკითხეს ო'ჰენრის მოთხრობა „უკანასკნელი ფოთოლი“

VII4 კლასის მოსწავლეებმა კი გურამ პეტრიაშვილის „პატარა ქალაქის ზღაპრებს“ მიანიჭეს უპირატესობა. წიგნი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ქეთი ქაჯაიასთან ერთად  წაიკითხეს და ერთმანეთს ხმამაღლა კითხვის სიხარული გაუზიარეს. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ინგლისური ენის გაკვეთილზე III3 კლასის მოსწავლეებმა, ინგლისურის პედაგოგ ზეინაბ კონცელიძესთან ერთად, წაიკითხეს მოთხრობა - „The Pinocchio“ („პინოქიო“).

კითხვის დასრულების შემდეგ პატარებმა ისაუბრეს მოთხრობის მთავარ სათქმელსა და შინაარზე, მათთვის საინტერესო და დასამახსოვრებელ მონაკვეთებზე.

წიგნიერების დღესასწაულზე განსაკუთრებით იხალისეს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა.

III4 და IV2 კლასების მოსწავლეებმა თანაკლასელებს წარუდგინეს საყვარელი წიგნები და წაიკითხეს მათთვის საინტერესო ეპიზოდები ამ წიგნებიდან. ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები - ნინო უგულავა და რუსუდან თოიძე.

II1 კლასში პატარებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ლამარა გოგიბერიძესთან ერთად წაიკითხეს საინტერესო და დასამახსოვრებელი ადგილები იტალიელი მწერლის ჯანი როდარის ნაწარმოებიდან - „ჩიპოლინოს თავგადასავალი“.

II3 კლასის მოსწავლეები გაკვთილზე გაეცნენ ამონარიდს რადიარდ კიპლინგის ნაწარმოებოდან - „მაუგლი“. შემდეგ კი სკოლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ, სადაც წაიკითხეს ტექსტის სრული ვერსია. მეორეკლასელთა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია მაია იმნაძე.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

11-12 თებერვალს საქართველოში შედარებით ცივი და უნალექო მინდი შენარჩუნდება.

სპეციალური მოთხოვნები ბაღების თანამშრომლებისთვის - დოკუმენტი

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოსწავლეები 150-ლარიან დახმარებას მიიღებენ - ვის ეკუთვნის დაფინანსება 

ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამის გამოწვევებზე კვლევების ეროვნული ცენტრი ანგარიშში საუბრობს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

პროექტის მიზანია, საქართველოს ისტორიისა და მეფეების შესახებ ინფორმაციის მიღება და გააზრებ



საინტერესო

უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

სიახლეები
საზოგადოება