მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N9 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ერთვებიან არა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესში, არამედ ზოგადად სასკოლო ცხოვრებასა თუ სხვადასხვა აქტივობაში, რომელთაც მათი საყვარელი მასწავლებლები სთავაზობენ.
ამჯერად გვინდა გიამბოთ იმ ჯადოსნურ დღესასწაულზე, რომელიც ქუთაისის N9 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა, პედაგოგის ხელმძღვანელობითა და დირექციის ხელშეწყობით მოაწყვეს.
საგანგებოდ მორთულ საკლასო ოთახში, მოსწავლეები საყვარელი ზღაპრული გმირების ფორმებში გამოწყობილები მივიდნენ, ცოტა ხნით ისინი გააცოცხლეს და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი მეჯლისი აჩუქეს.
„ისინი კითხულობენ, იაზრებენ, თამაშობენ...“, - ასე აფასებენ სკოლაში მესამეკლასელების მიერ მოწყობილ ზღაპრის გმირების მეჯლისს, რომელიც კიდევ ერთ, ლამაზ აქტივობად ჩაიწერება ქუთაისის N9 საჯარო სკოლის ისტორიაში.
ვიდეო სრულად იხილეთ ბმულზე
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.