მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთის საჯარო სკოლა წიგნის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, 7 თებერვალს სკოლის მე-7 კლასელებმა წაიკითხეს ლექსები სხვადასხვა ავტორთა შემოქმედებიდან.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს იყო არა მარტო საჯარო კითხვის საათი, არამედ მხატვრული ოსტატობის წარმოჩენა ქართველი პოეტების შემოქმედებიდან.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ასევე რამდენიმე პროზიკოსის - რ. ინანიშვილის, ნ. ლორთქიფანიძის, ო. იოსელიანის - ნოველები და დამსწრე საზოგადოებას უფრო ღრმად გააცნეს მათი შემოქმედება.
მე-7 კლასელებმა ა. ყიფშიძემ, თ. ჭანკვეტაძემ, მ. შეყილაძემ და სხვებმა მთელი კვირის მანძილზე აქტიურად იმუშავეს მიცემული დავალებების შესასრულებლად და საინტერესო პრეზენტაცია შესთავაზეს მსმენელს.
სკოლის დირექტორმა - ინგა ასანიძემ მოსწავლეებს და დამრიგებელს მადლობა გადაუხადა გაწეული მუშაობისათვის და წარმატებები უსურვა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.